ხაშურში #4 საჯარო სკოლის საძირკვლის დანგრევა დაიწყო. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მხოლოდ საძირკვლის მოსაწყობად 1.9 მლნ ლარი დაიხარჯა.
საძირკვლის დემონტაჟისთვის ამჯერად 109 400 ლარი დაიხარჯება.
სკოლა 2020 წლიდან შენდება. ჯერ ძველი შენობის დემონტაჟი გაჭიანურდა, შემდეგ მშენებლობის დაწყება. საბოლოოდ, კომპანიამ სამუშაოები მიატოვა.
ქალაქ ხაშურში „შინდარას“ დასახლების მოსახლეობა, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ახალ სკოლას მე-6 წელია ელოდებიან. 2025 წელს საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც ერთ-ერთ მასწავლებელს, აქტიურობის გამო, დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა - „თქვენ არ იქნებით პედაგოგიო“.
სკოლას პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის დაფუძნებული კომპანია „ლაგი კაპიტალი“ აშენებდა.
სტატიის გამოყენების პირობები