ხაშურისა და სურამის ეპარქიის ცნობით, მამა ვახტანგისა და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან.
ამის შესახებ განცხადებას ეპარქიის წარმომადგენელი მამა დავითი [კაბერაშვილი] ავრცელებს.
მისი თქმით, მამა ვახტანგი [საერო სახელით ჯუმბერი] მოღვაწეობდა ხაშურის ამჟამინდელ საკათედრო ტაძარში 1979 წლიდან 1989 წლის ჩათვლით, ხოლო მამა მიქაელი [მინაგო] ასევე ადრეულ წლებში.
„ეკლესიის გადაწყვეტილებით, თუ ვერ დგინდება, ხართ თუ არა მონათლულები მათ მიერ, მაშინ ნათლობა არ ჩაითვლება ნაკლულად, სხვა შემთხვევაში უნდა მოინათლოთ ხელმეორედ“, - განაცხადა მამა დავითმა [კაბერაშვილი].
ხაშურისა და სურამის ეპარქია 2013 წლიდან დაარსდა. მანამდე სასულიერო დასი რუისისა და ურბნისის ეპარქიას განეკუთვნოდა.
სტატიის გამოყენების პირობები