ახალი ამბები
ხაშურში მცხოვრებ გიორგი კაპანაძისა და თეონა ზურაბაშვილის ოჯახს სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემენ

ხაშურში, გიორგი კაპანაძისა და თეონა ზურაბაშვილის ოჯახს, სახლის შესაძენად, 50 000 ლარს გადასცემენ.

ოჯახის მდგომარეობის შესახებ „ქართლის ამბებმა“ რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა.

როგორც გიორგი კაპანაძე აცხადებს, ამ თანხით შეეცდებიან, რომ სახლი ხაშურში ან სურამში შეიძინონ:

„გორში შევიტანე განცხადება, იქიდან გადაგზავნეს სამინისტროში და მაცნობეს, რომ 50 000 ლარით დამეხმარებიან. ვეძებ სახლს ამ თანხის ფარგლებში. სასურველია, იყოს ხაშურში ან ჩუმათელეთში,“ - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

გიორგი და თეონა ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში ცხოვრობენ. მძიმე ყოფას ემატება ისიც, რომ ორივეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები