გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ავარია მოხდა. „გორის მაცნეს“ ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული მანქანაც.
„აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს „ფორდის“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული კიდევ ერთი „ფორდის“ მარკის ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - წერს გამოცემა.
სტატიის გამოყენების პირობები