ახალი ამბები
გორის ცხოველთა თავშესაფარში დამცველებს ვიდეოგადაღებას უკრძალავენ

გორში, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში შესვლას ითხოვენ ცხოველთა დამცველები.

ადმინისტრაციამ მათ ფურცლები გადასცა, რომელსაც აწერია „თანხმობის ფორმა“.

ცხოველთა დამცველები შენობაში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ თანხმობის წერილებს ხელს მოაწერენ. ხელმოწერის შემთხვევაში ცხოველთა დამცველებმა არ უნდა მოახდინონ ვიდეოგადაღება.

„წარმოიდგინეთ, ცხოველთა დამცველებისგან იცავენ ცხოველებს. გაუგონარი ამბავია,“ - გვითხრეს აქციის წევრებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები