ახალი ამბები
გორში ავღანეთის ომის ვეტერანს სოციალური დახმარება მოუხსნეს

„სოციალური დახმარების ქულამ 50 000-დან 70 000-მდე აიწია და მომიხსნეს დახმარება. არ ვიცი, რატომ მოიმატა ქულებმა", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ნუკრი მღებრიშვილი, მარტოხელა მამაკაცი და ავღანეთის ომის მონაწილე.

მისთვის გაუგებარია, რატომ გაიზარდა სოციალური ქულა და რატომ შეუწყდა დახმარება.

სოციალურად დაუცველთა შესაბამის კატეგორიაში მოსახვედრად მაქსიმალური ზღვარი 65 000 ქულაა. ნუკრი მღებრიშვილის თქმით, მისთვის ქულების მატების მიზეზი არ განუმარტავთ. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი უთხრეს, რომ მას შეუძლია სააგენტოს ხელახლა მიმართოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები