ახალი ამბები
აშშ-დან მანქანების ჩამოყვანის დაპირებით თაღლითობისთვის გორში ერთი პირი დააკავეს

„ბრალდებული მოქალაქეებს აშშ-დან მანქანების ჩამოყვანას დაპირდა და 75 104 ლარი მიისაკუთრა", - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში დაკავებულია 1 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ კი 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები