ახალი ამბები
გუბერნატორი გორის ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მძიმე ვითარებას კანონიერს უწოდებს

„ქარელობაზე“ მყოფი გუბერნატორი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ხდება, კანონის და დებულების შესაბამისობაშია:

„ვიცი, საქმის კურსში ვარ თავიდან ბოლომდე. ყველაფერი, რაც მანდ ხდება, მიდის კანონის და შესაბამისი დებულების მიხედვით.“

„მე არ მითქვამს, რომ ყველაფერი კარგია, მე ვამბობ, რომ კანონის და დებულების მიხედვით მიმდინარეობს.“

„ეგ საკითხი ჩემს კომპეტენციას სცილდება. თუ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, მიმართეთ უფრო კომპეტენტურ ორგანოებს და ისინი გაგცემენ პასუხს," - განაცხადა სიმონ გულედანმა გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე.

ორი დღის წინ გავრცელდა ვიდეო ცხოველების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. გუშინ ცხოველთა დამცველებმა 300-მდე ლეკვი გაათავისუფლეს თავშესაფრიდან. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები