ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრი ცხოველთა თავშესაფრის სკანდალის ფონზე სააგენტოს წარმომადგენელს იცავს

„ბექა გიუნაშვილი არის პროფესიონალი, კაცთმოყვარე და ცხოველებზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს ქალაქზე და რეგიონზე.“

„მის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის შეცდომაში შეყვანას და მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს რეპუტაციის შელახვას. ჩემი მხარდაჭერა ბექას, საუკეთესო ადამიანს!“ - წერს გორის საკრებულოს წევრი თიკო წერეთელი.

ორი დღის წინ გავრცელდა ვიდეო ცხოველების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. გუშინ ცხოველთა დამცველებმა 300-მდე ლეკვი გაათავისუფლეს თავშესაფრიდან. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები