ახალი ამბები
ჯგუფი „ურსა“ ქარელში ერთსაათიან კონცერტში 25 000 ლარს მიიღებს

„ქარელობისკენ" მიმავალი ანსამბლის წევრები მოქალაქეებს უფასო კონცერტზე დასასწრებად ეპატიჟებიან.

ისინი, როგორც კულტურის სამსახურის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, პირადად ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის მიწვევით მიდიან.

„ურსა" ერთსაათიანი კონცერტის სანაცვლოდ 25 000 ლარს მიიღებს.

ჯგუფმა კონცერტი 2024 წელს გორში, „გორობას" ჩაატარა, მაშინ 20 000 ლარი გადაუხადეს. მომდევნო 2025 წელს კასპში, იქ კი 22 000 ლარი აუნაზღაურეს. 2026 წელს კი ქარელში კიდევ უფრო გაზრდილი ფასით, 25 000 ლარად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები