სოფელ წინარეხში ყოფილი გამგებლის, ზაზა მარჯანიძის დედა ცხოველთა დამცველებს იმ შინაურ ფრინველთა ბედის გაზიარებას უსურვებს, რომლებიც მან საკუთარ ეზოში დახოცილები ნახა. [სტატიის თავდაპირველ ვარიანტში მითითებული იყო ესტატე აბულაძე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით]
„ძაღლების დამცველებო, ამ ქათმების ცოდვა მოგეწიოთ. ჩემს ეზოში შემოვარდნენ დათვებივით ჩასუქებული ძაღლები და აი შედეგიც. ეს უკვე მერამდენედ. ასე ადვილია ქათმების გაზრდა?“ - მიმართავს გამგებლის დედა.
წინარეხში კასპის მერის წარმომადგენელს, კონსტანტინე ბერბიჭაშვილს დავუკავშირდით:
„ვესაუბრე გალინას და ასე მითხრა, მეზობელმა დაინახა, თორემ მთლიანად შეჭამდნენო. ისე ბევრი გვყავს ძაღლები. ტოვებენ გზებზე. რამდენიმე ხნის წინ, წაიყვანეს გორის თავშესაფარში და ისევ უკან დააბრუნეს ერთი კვირის წინ," - ამბობს წინარეხის გამგებელი კონსტანტინე ბერბიჭაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები