გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში, 7 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული გოგონა გუშინ „გორმედის“ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მალევე თბილისში, ბავშვთა საავადმყოფოში გაგზავნეს:
„ვინაიდან ჩვენთან არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში გადავიყვანეთ", - გვითხრა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა.
ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წინასწარი ინფორმაციით, ის ვენახში მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც დამონტაჟებული იყო ტრაქტორზე.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
სტატიის გამოყენების პირობები