კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩეთში მოქალაქე, ნაკვეთში ნაკელის დაგროვების გამო, დააჯარიმეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ნაკელი საკმაოდ დიდ ფართობზე იყო განთავსებული და აბინძურებდა გარემოს.
„ნაკელი გამოყოფს მავნე ნივთიერებას. დიდ ფართობზე ეყარა", - განაცხადა დეპარტამენტის თანამშრომელმა.
ნაკელის მფლობელი აცხადებს, რომ ცხოველის ნარჩენი კერძო ტერიტორიაზე ჰქონდა დაგროვებული:
„ჩემს ნაკვეთში მეყარა, ვყიდი ხოლმე ნაკელს. წვიმა დაემთხვა და ტომრებში ვერ ჩავყარე, უნდა წაეღოთ სათბურებში", - განაცხადა ნაკელის მფლობელმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოქმი სასამართლოში წარადგინა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გაარკვია, რომ ნაკელი მართლაც კერძო ტერიტორიაზე იყო დაყრილი, ამიტომ ოქმი არ დაამტკიცა და მოქალაქე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
სტატიის გამოყენების პირობები