გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს უჩივლა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფოტოგრაფმა ფოტოები დადგენილი ვადის დარღვევით, 57-დღიანი დაგვიანებით მიაწოდა. ამასთან, ფოტოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
„ფერები არეული იყო, გამოსახულებები კი მუქ ტონებში შესრულებული, რის გამოც მათზე დატანილი გამოსახულებების მკაფიოდ აღქმა შეუძლებელი გახდა", - წერია უნივერსიტეტის საჩივარში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნივერსიტეტის ფოტოგრაფს წერილობითი განმარტების წარდგენა სთხოვა, თუმცა ფოტოგრაფმა პასუხი არ გაუგზავნა.
საჩივრის განხილვის შემდეგ, სააგენტომ დაადგინა, რომ ფოტოგრაფმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. სააგენტოს განმარტებით, ფოტოგრაფს ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში არანაკლებ 20 ხელშეკრულება ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული, ამიტომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.
სტატიის გამოყენების პირობები