ვაშლის ბაღების მფლობელები კვარხითი-ზეღდულეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებას ითხოვენ
კვარხითსა და ზეღდულეთს შორის რამდენიმე საწარმოა, როგორიცაა „გორჯი"
და „ქართული ხილი - ხარება". ამავე ტერიტორიაზეა განთავსებული
სამაცივრე მეურნეობებიც.
„თბილისიდან აქ რომ ვინმეს მოსვლა უნდოდეს პროდუქტის წასაღებად, შორი
გზიდან უნდა მოუაროს. უნდა ჩავიდეს გორში და იქიდან მეჯვრისხევის გზას
გამოჰყვეს. ეს გზა თუ გაკეთდება, თითქმის 15 კმ-ით შეამცირებს
მარშრუტს. ავტობანიდან მოკლე გზა იქნება", - აცხადებენ ისინი.
ვაშლის ბაღების მფლობელები კვარხითი-ზეღდულეთის დამაკავშირებელი გზის
მოასფალტებას ითხოვენ. მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ
სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სტატიის გამოყენების პირობები