ახალი ამბები
ყინწვისის მონასტრის გალავნის 290 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა

ყინწვისის მონასტრის ისტორიული გალავნის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 290 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა. წინადადებების მიღება დღეს დასრულდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.

გალავნის ნაწილი 2025 წელს ჩამოიშალა, კედლები დროებით გაამაგრეს.

„კედლის ცალკეულ მონაკვეთებში ჩამოშლილია ქვის წყობა, დაზიანებულია დუღაბი, გაჩენილია ბზარები, ხოლო გრუნტის ეროზია და წყლის ზემოქმედება ნაგებობის მდგრადობას საფრთხეს უქმნის", - აღნიშნავენ სააგენტოში.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოცხადდება ტენდერი ხელახლა და როდის დაიწყება ისტორიული გალავნის სრულფასოვანი რეაბილიტაცია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები