ახალი ამბები
მდინარე თეძმის სანაპიროზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე თეძმის სანაპიროზე, სასირეთსა და ბარნაბიანთკარს შორის, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.

„დაახლოებით 18 ჰა მიწა შეიძინა ბათუმელმა ბიზნესმენმა. ასე ვიცით, რომ იგეგმება პატარა გემებისა და კატერების გაშვება. გემებმა და კატერებმა უნდა იაროსო. აქვე სასტუმროს ავაშენებო", - გვითხრეს სოფელ ბარნაბიანთკარის ნაკვეთებში მომუშავე ადამიანებმა.

კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა არ იცის, რა შენდება თეძმის ხიდთან. მან ეკონომიკური განვითარების სამსახურთან გადაგვამისამართა. ეკონომიკური განვითარების სამსახურის თანამშრომლები სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ. ანალოგიურ ღია თხრილებში რამდენიმე თვის წინ სოფელ ლამისყანაში ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები