გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, სვენეთში, სათემოში, მერეთსა და ზეღდულეთში ახალ საბავშვო ბაღებს ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილის კომპანია ააშენებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება ძველ შენობებს, მათ გორის მერია დაანგრევს. დემონტაჟზე ცალკე ტენდერი გორის მერიამ გამოაცხადა.
სტატიის გამოყენების პირობები