ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა, თუმცა მისით გადაადგილება უჭირს.
„მომიტანეს, მაგრამ არ გეკუთვნისო... თუ გაყიდი ან დაკარგავ, 1500 ლარით დაჯარიმდებიო. მე კიდევ ელექტროეტლი მჭირდება. მოვითხოვე ელექტროეტლი, მაგრამ მითხრეს, თურქეთში ამზადებენ მაგას, იქიდან უნდა ჩამოტანაო. ამას აღმართებში ვერ ვიყენებ, თუ სწორი ადგილია, მხოლოდ იქ შემიძლია გადაადგილება, იქაც ჯანი უნდა", - გვითხრა მიხეილ ოქროპირიძემ.
მიხეილ ოქროპირიძეს შვილი უვლის, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისშია გათხოვილი. მისმა შვილმა გვითხრა, რომ იძულებულია მამის მოსავლელად სოფელი მიატოვოს.
„მოვლისა ხომ მეკუთვნის? იმასაც არ მინიშნავენ. მე ბაღებში ვმუშაობდი, ხილის კრეფაზე, იქ დღეში 60 ლარს ვიღებდი. ახლა რაც მამას ფეხი მოაჭრეს და ვუვლი, იმასაც თავი დავანებე", - ამბობს შვილი.
ვიდეორეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
სტატიის გამოყენების პირობები