უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი გამართლდა.
შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის ცნობით, 112-ზე ბავშვმა დარეკა და სასწრაფოდ პატრულის დახმარება ითხოვა. 112-ზე განხორციელებული ჩანაწერის მიხედვით, თუ პატრულის თანამშრომლები დროულად არ მივიდოდნენ, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
პროკურორის მტკიცებით, ბრალდებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და ოჯახის წევრებს ნაჯახით ემუქრებოდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს. გადაწყვეტილების მიხედვით, განმარტეს, რომ ბრალდებულს არც ცული მოუქნევია და არც დამუქრებია. წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ახსნა-განმარტებები კი სიცრუეა.
მოსამართლის განმარტებით, დაზარალებულთა ახალი განმარტებების საფუძველზე, არ შეიძლება ბრალდებული დამნაშავედ იყოს ცნობილი.
პროკურორი სამ ინსტანციაში ცდილობდა სასჯელის დაკისრებას, თუმცა არც ერთგან მისი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს.
სტატიის გამოყენების პირობები