ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საერთო სარგებლობის გზასთან დაკავშირებით, პრობლემა მორიგებით დასრულდა.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მარიკა ყაჩლავაშვილმა გვაცნობა, პრობლემის გაშუქების შემდეგ საკითხი მშვიდობიანად და დადებითად გადაწყდა.
„გზა გაგვითავისუფლეს, აღარც შემოიღობება. მადლობას გიხდით, რომ ჩვენი პრობლემით დაინტერესდით და გააშუქეთ", - გვითხრა მარიკა ყაჩლავაშვილმა.
საერთო სარგებლობის გზასთან დაკავშირებით რეპორტაჟი „ქართლის ამბებმა“ რამდენიმე დღის წინ მოამზადა.
სტატიის გამოყენების პირობები