კასპის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ გოსტიბეში გზის სამუშაოები წელსაც არ დაიწყება. ტენდერი ჩავარდა.
დასაწყისისთვის გათვალისწინებული იყო 1.8 კმ გზაზე რკინა-ბეტონის დასხმა.
ტენდერი 10 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 1-ელ სექტემბერს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობდა 2 კომპანია - „ცეკური“ და „ნიუ ტრანს როუდი“. ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს იმ მიზეზით, რომ ვერ წარადგინეს გეგმა-გრაფიკი და პერსონალის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობები.
ახალი ტენდერი არ გამოუცხადებიათ.
სტატიის გამოყენების პირობები