ახალი ამბები
ახალგორის რაიონში ავარიას 39 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ახალგორის რაიონში, სოფელ გარუბანის სიახლოვეს ტყიდან მომავალი მანქანა გადაბრუნდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, გარდაცვლილია 39 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ წინაგარაში ცხოვრობდა.

„აღნიშნულ მანქანაში ასევე იმყოფებოდნენ სოფელ წინაგარაში მცხოვრები 42 წლის მამაკაცი, სოფელ ზაქორის 35 წლის მკვიდრი, დაბა ლენინგორის [იგივე ახალგორის] 44 წლის მკვიდრი და სოფელ რაზდახანის [იგივე მოსაბრუნის] 35 წლის მკვიდრი. არცერთი მათგანი არ დაშავებულა", - იუწყება სააგენტო „რესი".

Print

სტატიის გამოყენების პირობები