შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, 2026 წლის 4 თებერვლიდან დღემდე, სერგი ბზიშვილი ხელმძღვანელობდა.
სტატიის გამოყენების პირობები