„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2026 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხაშურის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე არჩილ ჩაჩანიძე საჯარო თანამდებობასთან ერთად ორი კერძო კომპანიის დირექტორიცაა.
ანგარიშში დასახელებულია:
შპს „ტრანზიტ სერვისი 888“;
შპს „ტრაპიზონტრანსპორტ-კომპანი“.
ორგანიზაციის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა საჯარო თანამდებობის დაკავებასა და სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობას ერთმანეთთან შეუთავსებელ საქმიანობებად მიიჩნევს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში გამოვლენილია 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომლებიც ჯამში 30 კომპანიის დირექტორებად არიან რეგისტრირებული.
სტატიის გამოყენების პირობები