საგზაო კომპანიის მუშები თვეზე მეტია მეტეხის ხიდთან არიან გაჩერებულნი. კასპი-მეფისქალაქის გზის რეაბილიტაცია 2026 წლის 1-ელ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.
2025 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის საერთო ღირებულება 14.8 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისათვის, კასპი-მეფისქალაქის გზის რეაბილიტაცია 2024 წელს უნდა დაწყებულიყო. კომპანია „ერტედემ“ [გუთენ ტრაკენის სახელით ცნობილი კომპანია] ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა სამუშაოები მიატოვა. ადგილზე მის გამოჩენას 11 თვე ელოდნენ. მეორე ტენდერი 2025 წლის ივნისში გამოცხადდა.
სტატიის გამოყენების პირობები