ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც გორის ძველ უბანში ქვეითად მიდიოდა და წაიქცა, კლინიკაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაცემის მიზეზი უკუსვლით მოძრავ მანქანასთან შეხება გახდა.
„მანქანა უკუსვლით მიდიოდა. მოულოდნელად გამოჩნდა ხანდაზმული კაცი, რომელიც ხელით შეეხო მანქანას და ინერციით უკან გადავარდა. არაფერი არ ჭირდა, მაგრამ იმის გამო, რომ ხანდაზმულია, პროფილაქტიკის მიზნით სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა", - გვითხრა თვითმხილველმა.
სტატიის გამოყენების პირობები