კასპის მერიის ცნობით, ხოვლე-გრაკლის გზის პროექტი, რომლის შესადგენად 2023 წელს ათასობით ლარი დაიხარჯა, აღარ გამოდგება.
ამიტომ დაიქირავეს ახალი საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც პროექტს გადააფასებს.
ხოვლელები დიდი ხანია ითხოვენ გრაკლის რკინიგზის სადგურთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას. სამუშაოები 3 წლის წინაც უნდა დაწყებულიყო.
უკვე არსებული პროექტის გადაფასების მიზეზი, სავარაუდოდ, ფასების ზრდაა.
სტატიის გამოყენების პირობები