გორის კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 14 მედალი მოიპოვეს.
ტურნირი OPEN KUTAISI 2026 ქუთაისში გაიმართა. გორელმა სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
სპორტსმენები შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სპორტულ სკოლას წარმოადგენენ და ასპარეზობაზე ლევან სადაღაშვილის, გიორგი ქოთოლაშვილისა და გერონტი პავლიაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
გუნდის შემადგენლობა:
ლევან სადაღაშვილისა და გიორგი ქოთოლაშვილის გუნდი: ანა ნიკოლეიშვილი, ბარბარე ვირსალაძე, დეა დარჩიძე, ზურა დათაშვილი, ლიზა ქრისტესიაშვილი, ნია დარჩიძე, ნატალი მაისურაძე, ელენე იოსებაშვილი, მარიამ ბერაშვილი.
გერონტი პავლიაშვილის გუნდი: ბარბარე ქამადაძე, ალექსანდრე მღებრიშვილი, დავით სეხნიაშვილი, დავით კეკოშვილი, ანდრია ომაძე.
სტატიის გამოყენების პირობები