გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ სკოლის ეზოს ხშირად სტუმრობენ უპატრონო და უსახლკარო ან პატრონიანი და სახლკარიანი ძაღლები. ეს ძაღლები არიან აგრესიულები და საფრთხეს უქმნიან თქვენი შვილებისა და ჩვენი სკოლის თანამშრომლების ჯანმრთელობას.
უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ პატრონებმა, დააბით ძაღლები სახლში და არ გამოუშვათ ქუჩაში, რადგან თავშესაფარი მათთვის მხოლოდ სკოლის ეზოა და თავისი აგრესიით შესაძლოა რომელიმე ჩვენი მოსწავლე ან თანამშრომელი დააზარალონ.
რამდენჯერმე გამოვიძახეთ თავშესაფრიდან თანამშრომლები, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ძაღლებს ჰყავთ პატრონი. ამიტომ გაფრთხილებთ, თუ თქვენს შინაურ ცხოველებს არ დააბამთ და კვლავ სკოლის ეზოში ისეირნებენ, კვლავ გამოვიძახებ შესაბამის სამსახურს და ისინი ვალდებულები იქნებიან წაიყვანონ თქვენი ცხოველები სამუდამოდ!
ცხოველთა მოძულეები არ ვართ, მაგრამ თუ ისინი ჩვენს მოსწავლეებს რამეს დაუშავებენ, ვერც ერთ გამამართლებელ არგუმენტს ვერ მივიღებთ პატრონების მხრიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები