ახალი ამბები
თბილისში, იმ შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, იმ ბიზნესცენტრის შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისია განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. ტელევიზიის ოფისი მე-17 სართულზეა, ხანძარი კი მე-12 სართულზე გაჩნდა.

„საგანგებო რეჟიმია ჩვენს შენობაში, კვამლია", - განაცხადა პირდაპირ ეთერში წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ხანძრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები