13 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, საკრებულოს სხდომაზე, ანგარიშით წარსდგება.
ანგარიშის პროექტის მიხედვით, გორის მერიამ საკრებულოსგან ბიუჯეტთან დაკავშირებით მხოლოდ 5 შენიშვნა გაითვალისწინა, 2 კი - ნაწილობრივ.
ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ წლევანდელი წელი ნაყოფიერი იყო მუნიციპალიტეტისთვის, რადგან გორი და ყარაღანდა დამეგობრდნენ, თუმცა რა კონკრეტული შედეგი მიიღო მუნიციპალიტეტმა, დოკუმენტში არ წერია. ქალაქების დამეგობრებიდან უკვე ნახევარი წელი გავიდა.
სტატიის გამოყენების პირობები