გორის მერიამ დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო „რანჩო ვარიანს“ თანხის გადახდა დააკისრა.
მერიის ინფორმაციით, შპს „ნამა 2024“-ს 4 980 ლარის, ხოლო შპს „თანას“ 1 662,50 ლარის გადახდა დაეკისრა.
როგორც მერიის მიერ საკრებულოსთვის გაგზავნილ ანგარიშშია აღნიშნული, კომპანიები რესტორან „რანჩოსთან“ არიან დაკავშირებული. მერიის განმარტებით, ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებელი გადახდილი არ ჰქონდათ. საერთო ჯამში, დაკისრებული თანხა 6 642,50 ლარს შეადგენს.
მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა დაკისრებული გადასახადი სასამართლოში გაასაჩივრეს.
სტატიის გამოყენების პირობები