ახალი ამბები
3.5-მილიონიანი პროექტი და 500 დღით გადავადებული ვადა - სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა გაჭიანურდა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ობიექტი 2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით კვლავ დაუსრულებელია.

პროექტის საერთო ღირებულება, ქვენატკოცის ბაღის მშენებლობასთან ერთად, 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. შემსრულებელ კომპანიას, „ნიუ სითი ფროფერთის", აღნიშნული თანხიდან 2.2 მილიონი ლარი უკვე მიღებული აქვს.

2026 წლის 9 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას ხელშეკრულების ვადა კიდევ 500 დღით გაუგრძელა. მოქმედი შეთანხმებით, მშენებლობის დასრულების ვადამ ამჯერად 2027 წლის 31 ივლისამდე გადაიწია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები