ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია ორი მამაკაცი, რომლებმაც „გადამოწმების მიზნით" შეჩერება გააპროტესტეს. მგზავრები სოფელ გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიდიოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები