ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფელ დმენისში ავტომობილი წყალსაცავში გადავარდა

პატარა ლიახვის ხეობის სოფელ დმენისში მანქანა წყალსაცავში გადავარდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო.

„უცხოური მარკის ავტომანქანა მყვინთავებმა წყალსაცავში იპოვეს და სპეციალური ტექნიკით ამოიყვანეს“, - წერია უწყების განცხადებაში.

სოფელი დმენისი ოკუპირებულ ცხინვალის რაიონში მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები