2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დარბევის საქმეზე მსჯავრდებულ სპეცრაზმელთაგან სამი გორის მუნიციპალიტეტიდანაა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 12 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლომ ხუთივე დაკავებულს სასჯელის სახით 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
როგორც „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, სპეცრაზმელთაგან სამი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ატენში, სკრასა და ნიქოზში ცხოვრობს.
განაჩენის მიხედვით, მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში.
სტატიის გამოყენების პირობები