„საბოლოოდ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, თუ რასთან გვქონდა საქმე მთელი ამ წლების განმავლობაში და როგორი დამნაშავე რეჟიმი მართავდა ამ ქვეყანას და რა მდგომარეობამდე მიიყვანეს თავიანთი სახელმწიფო. ხავსიც აღარ აქვთ, რომ მოეჭიდონ და თავის მართლებაში არიან და მე ამ პროცესს დავარქმევდი ვარდების რევოლუციიდან წითლიძის ისტერიკამდე“, - განაცხადა ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც 2006-2011 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ კი საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“.
გიორგი სოსიაშვილის განცხადება დღეს „რუსთავი 2-მა“ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით გაავრცელა.
მმართველი პარტია 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.
სტატიის გამოყენების პირობები