კასპში კომპანია „ჯი პი პი“ გარემოს დაბინძურების გამო დააჯარიმეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები ღია ორმოებში კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ყრიდნენ.
„პატარა ორმოები ჰქონდათ გაკეთებული. იქ ყრიდნენ, დაგვხვდა ბევრი ბუმბული და კვერცხის ნაჭუჭები. იქ ისე იყო ყველაფერი მოწყობილი, რომ არც აპირებდნენ ამ ნარჩენების გატანას“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
„ჯი პი პი“ ის კომპანიაა, რომელიც სოფელ კავთისხევში ქვანახშირის საქვაბის დადგმას, გადახურვასა და იქ ლაყე კვერცხებისა და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას გეგმავს.
სტატიის გამოყენების პირობები