ახალი ამბები
ხანძარი სტალინის გამზირზე - გორში კორპუსთან მიშენებული ფანჩატური დაიწვა

გორში, გვიან ღამით, სტალინის გამზირზე, 9-სართულიან კორპუსთან ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა კორპუსთან მიშენებული ფანჩატური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები