ახალი ამბები
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის ორ უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმებს ხელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში მოაწერა. პარტნიორი უნივერსიტეტები არიან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (Baku State University) და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (UNEC).

საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენცია 16 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილიც მონაწილეობდა.

გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები