ახალი ამბები
სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 14 წლის მოზარდის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 14 წლის მოზარდის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს. როგორც „ქართლის ამბებს“ სოფლიდან აცნობეს, შემთხვევა 17 ნოემბერს მოხდა. მათი ცნობით, მოსწავლემ ელექტროშოკისგან გონება დაკარგა.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, საგაკვეთილო პროცესზე ელექტროშოკი ერთ-ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა.

სკოლის დირექტორი, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე „ქართლის ამბების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

მერის წარმომადგენელი ვლადიმერ მარღიშვილი აცხადებს, რომ „ბავშვიც კარგად არის და ყველანი კარგად არიან“.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, გონების დაკარგვის ფაქტი კი გამორიცხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები