შსს-ს ცნობით, ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 3 ადამიანი, ერთი მძიმედ დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა დღეს საღამოს, ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ სათივის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
სტატიის გამოყენების პირობები