ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციის შენობას უსაფრთხოების მიზნით ღობეს უკეთებენ

შიდა ქართლის პოლიციის შენობას, უსაფრთხოების მიზნით, ღობეს უკეთებენ. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცალკე შენდება საყარაულო ჯიხური, სადაც დაცვის თანამშრომლები განთავსდებიან.

სამხარეო პოლიციის, ასევე ყველა რაიონული სამმართველოს ახალი შუშებიანი შენობები ერთ-ერთ გამჭვირვალე, მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ და ინოვაციურ პროექტად ითვლებოდა.

მაგალითად, 2009 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა შიდა ქართლის პოლიციის ახალი, შუშებიანი შენობა. მაშინდელი მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე აცხადებდა, რომ შუშებიან შენობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა: კერძოდ, შუშის არქიტექტურა სიმბოლურად გამოხატავდა იმას, რომ პოლიცია მოქალაქეებისგან არაფერს მალავდა და მისი საქმიანობა ღია უნდა ყოფილიყო.

გარდა ამისა, პროექტი კორუფციასთან ბრძოლასა და პოლიციის რეფორმას უკავშირდებოდა. მიზანი იყო ძველი, კორუმპირებული საპოლიციო სისტემისგან დისტანცირება და ახალი იმიჯის შექმნა - პოლიციის შენობა უნდა ყოფილიყო თანამედროვე, მოწესრიგებული და მოქალაქისთვის ადვილად მისადგომი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები