ახალი ამბები
გზა ევროპული დახლებისკენ: როგორ გავაშენოთ ბლის ინტენსიური ბაღი იტალიური სტანდარტით

იმისთვის, რომ ქართულმა ბალმა ევროპულ დახლებზე ადგილი დაიმკვიდროს, ფერმერებმა ტრადიციული მიდგომები თანამედროვე აგროტექნოლოგიებით უნდა ჩაანაცვლონ და ბაღის გაშენების პირველივე დღიდან მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლით იმოქმედონ - ამბობს „საქართველოს ბლის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი, დავით ჭუბაბრია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში თანამედროვე ინტენსიურ მეურნეობას ფლობს.

მისი შეფასებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბაზრის სეგმენტის სწორად შერჩევაა.

 

ევროპულ ბაზარზე 24-30 მილიმეტრიან სეგმენტში იტალია, თურქეთი და მაროკო დომინირებენ, სადაც რაოდენობისა და დაბალი ფასის ხარჯზე კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ამიტომ ფერმერმა აქცენტი არა მასობრიობაზე, არამედ იტალიურ მოდელზე - 30-32 მილიმეტრზე მსხვილი, ელიტარული ნაყოფის წარმოებაზე უნდა გააკეთოს, რომელიც ორმაგ ფასად იყიდება.

 

კვარხეთის ბაღში, სადაც 29 ჯიშია გაშენებული (მათგან 12 კომერციული), სწორედ ამ მეთოდით 36-38 მილიმეტრიანი, ცალკეულ შემთხვევებში კი 39.5 მილიმეტრიანი ბალი მიიღეს, რაც გინესის რეკორდს (42 მმ) უახლოვდება.

„თურქები ჩვენზე წინ არიან, მაგრამ იტალიელები უფრო წინ არიან, ვიდრე თურქები -  ჩვენზე. ამიტომ თურქული მეთოდების გადმოღება დაძველებულია.


დავით ჭუბაბრია



არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგისა და წყლის მართვა. უფრო ფართო დაშორების შემთხვევაში კი, პირველივე წელს აუცილებელია ნერგის გადაჭრა სარწყავი არხის დონეზე, რათა მივიღოთ განშტოება და ბაღში სივრცე უქმად არ დაიკარგოს.თუ ნერგი 80-90 სანტიმეტრის დაშორებით ირგვება, ხე ერთ ცენტრალურ ღეროზე (ლიდერზე) ფორმირდება და მაქსიმალურ მოსავალს იძლევა.  ტრადიციული ქართული პრაქტიკისგან (2 - 2.30 მეტრი) განსხვავებით, თანამედროვე ინტენსიური ბაღი ბევრად მჭიდრო დარგვას მოითხოვს. მსხვილი და ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად გადამწყვეტია ბაღის დაგეგმვის სქემა. საბოლოო ჯამში იტალიურ გამოცდილებას ვენდობით. ჯიშები და ტექნოლოგია გვაქვს იტალიური და გვაქვს ყველანაირი პირობა, მივიღოთ იგივენაირი ბალი, რაც მათ მოჰყავთ“ - აღნიშნავს დავით ჭუბაბრია.

მსხვილი და ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად გადამწყვეტია ბაღის დაგეგმვის სქემა.

ტრადიციული ქართული პრაქტიკისგან (2 - 2.30 მეტრი) განსხვავებით, თანამედროვე ინტენსიური ბაღი ბევრად მჭიდრო დარგვას მოითხოვს.

თუ ნერგი 80-90 სანტიმეტრის დაშორებით ირგვება, ხე ერთ ცენტრალურ ღეროზე (ლიდერზე) ფორმირდება და მაქსიმალურ მოსავალს იძლევა.

უფრო ფართო დაშორების შემთხვევაში კი, პირველივე წელს აუცილებელია ნერგის გადაჭრა სარწყავი არხის დონეზე, რათა მივიღოთ განშტოება და ბაღში სივრცე უქმად არ დაიკარგოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგისა და წყლის მართვა.

იტალიელი ფერმერის რეკომენდაციით, ბაღის შუა ნაწილი არ უნდა მოიხნას - რიგთაშორის სივრცეები უნდა იყოს სწორი და მყარი, ხოლო ბალახი სისტემატურად უნდა მოშორდეს, რადგან ის ზედმეტი ტენიანობისა და დაავადებების წყაროა.

რაც შეეხება წყალს, ბალი სისტემატურ მორწყვას საჭიროებს, თუმცა ვერ იტანს დაგუბებულ ან 1 მეტრზე მაღლა მდგომ გრუნტის წყლებს.

შესაბამისად, ქართლში, წყლის დეფიციტის გამო, აუცილებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, ხოლო ტენიან დასავლეთ საქართველოში - სადრენაჟო სისტემებისა და წყლის გამყვანი ღარების გაკეთება.

„ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა - როდესაც კრეფენ ბალს, აქ, ქართლში ფიქრობენ, რომ მოვლა აღარ უნდა. მაგრამ თუ მოსავლის აღების შემდეგ არ მოუარე, შემდეგ წელს არ გექნება მოსავალი. მორწყვა იწყება მარტიდან, როგორც კი მცენარე გაღვიძებას იწყებს, და სექტემბრის ბოლომდე აქტიურად გრძელდება“ - გვირჩევს ფერმერი.

მოსავლის დაცვის კუთხით დავით ჭუბაბრია ყურადღებას ამახვილებს წვიმასაწინააღმდეგო ბადეების აუცილებლობაზე. მწიფობის პერიოდში მოსული ნალექი ნაყოფის დახეთქვას იწვევს, რაც პროდუქტის კომერციულ ღირებულებას ათჯერ ამცირებს.

წვიმასაწინააღმდეგო ბადე კი ბაღს ავტომატურად სეტყვისგანაც იცავს. თუმცა, დამტვერვის პერიოდში, როდესაც ბაღში ფუტკრები შეჰყავთ, ბადეები დროებით უნდა აიკეცოს, რათა მწერები შიგნით არ გაიჭედონ, პარალელურად კი სრულად უნდა შეწყდეს ნებისმიერი წამლობა.

დავითი პრეპარატების შერჩევისას ფერმერებს ურჩევს, გამოიყენონ მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებული, ბაქტერიებზე დაფუძნებული ბუნებრივი საშუალებები და თავი აარიდონ საეჭვო წარმოშობის ქიმიკატებს.

საბოლოოდ, ევროპელ შემსყიდველებს ერთჯერადი პარტიების ნაცვლად სტაბილური, ყოველკვირეული მიწოდება სჭირდებათ, რასაც ერთი ფერმერი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს.

„თუ მოხდა ასეთი ბაღების გამრავლება საქართველოში, ეს კონკურენცია არ იქნება - პირიქით, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უკეთესია.

ევროპაში როცა ვეუბნები, რომ 10 მანქანა ბალს ვაწვდი, მოსწონთ და მეკითხებიან, შემდეგ კვირას რამდენს მომაწვდი? მზად ვარ, ყველა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გავუზიარო სხვებს და მოვემზადოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ 1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი ავაწყოთ“ -  ამბობს დავით ჭუბაბრია.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები