ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.
„მდინარაძეს დაცვა მთავრობის 8 სექტემბრის განკარგულებით დაენიშნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ის უნდა დაეცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“, - წერს „რადიო თავისუფლება“.
სტატიის გამოყენების პირობები