ხაშურის მერია ღონისძიებას - „ერთი საღამო ბესოსთან“ - მართავს.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, ღონისძიება დეკემბრის დასაწყისში გაიმართება, ბესო ვერულაშვილს კი 7 500 ლარს გადაუხდიან.
„მუნიციპალიტეტში დაგეგმილია წლის მთავარი სპორტული ღონისძიება - წარმატებული სპორტსმენებისა და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი. ამ ღონისძიების კულტურული კუთხით მხარდაჭერისათვის გვსურს, ღონისძიების ფარგლებში მოეწყოს ბესო ვერულაშვილის შემოქმედებითი საღამო“, - აღნიშნავენ ხაშურის მერიაში.
სტატიის გამოყენების პირობები