ახალი ამბები
ტაშისკარის მოსახლეობა დენის ვარდნის გამო საოჯახო ტექნიკის დაზიანებაზე საუბრობს

სოფელ ტაშისკარის მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად ოჯახებში საოჯახო ტექნიკა განადგურდა.

„დენის ვარდნამ მთელი საოჯახო ტექნიკა გადაუწვა ხალხს, ჩემთან გათბობის ქვაბი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხის მანქანა და ნათურები გადაიწვა. ვინ უნდა აგვინაზღაუროს ამხელა ზარალი, საინტერესოა, ვინმეს ადარდებს ამ ზამთარში ჩვენი პრობლემები?“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, გოჩა ხაჩიძე.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, რომ თუ დადგინდა, რომ საოჯახო ტექნიკა ნამდვილად დენის ვარდნის გამო გადაიწვა, მოქალაქეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები