ახალი ამბები
სასულიერო პირის ნაგაზები სოფელში პრობლემებს ქმნის
ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდან აცნობეს, რომ ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის, მამა თადეოზის სამი ნაგაზი პრობლემებს ქმნის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ირმა მთიულიშვილი ესაუბრა.

ცხოველთა დამცველის თქმით, სამი ნაგაზი ხშირ შემთხვევაში უმეთვალყურეოდ მოძრაობს, კლავს უპატრონო ძაღლებს, ხოლო ხალხს ეშინია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სოფელში რამდენიმე მოსახლეს გაესაუბრა.

მართალია, მამა თადეოზი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და საჯაროდ კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ფაქტები მაშინ ხდება, როდესაც ნაგაზები ჯაჭვს წყვეტენ.

ირმა მთიულიშვილი იმ საუბრის დეტალებსაც იხსენებს, როდესაც ის მამაოს პირადადაც ესაუბრა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები