ახალი ამბები
ახალი ჭაბურღილები მეჯვრისხევში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში ამჟამად სამი ჭაბურღილი მუშაობს.

სოფელში, სადაც 2 ათას მოსახლეზე მეტია, ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი დღეში 2 საათი მოდის.

ელექტროენერგიის ხარჯი კი, თითოეული ოჯახისთვის თვეში 5-6 ლარია.

სასმელი წყლის ჭაბურღილები და რეზერვუარები მეჯვრისხევში წლების განმავლობაში შენდებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ბუნებრივი წყლის სათავეები ოსური მხარის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ღრომთნ მოხვდა, ხელისუფლებამ ჭაბურღილების მშენებლობა გადაწყვიტა.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სასმელი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, დამატებით, კიდევ 10 ჭაბურღილის მშენებლობა იგეგმება, აქედან 5 გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მოემსახურება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები